პროექტის სახელწოდება:
ჩემი ოჯახი _ „მაინე ფამილიე“
პროექტის მთავარი იდეა: შესასწავლი თემის
გაცნობის შემდეგ მოსწავლეები დაიწყებენ პლაკატების დამზადებას.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეების დახმარებით ვახდენ უცხო ენის
კაბინეტის შევსებას თემასთან დაკავშირებული თვალსაჩინო მასალით.
მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა
შეისწავლონ ელექტრონული ლექსიკონის გამოყენება, ისინი შეძლებენ აგრეთვე პლაკატების შექმნას.
ვადების ხანგრძლივობა:
5 დღე.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
პირველი აქტივობა: ბავშვებთან ერთად ვირჩევ პროექტის
თემას.
მეორე აქტივობა: იქმნება საპროექტო ორი ჯგუფი.
მესამე აქტივობა-ჯგუფში მუშავდება პროექტი და ნაწილდება
მოვალეობები. თითოეულ ჯგუფს ეძლევა პლაკატის თემა. პირველ ჯგუფს ეძლევა თემა ‘’ოჯახი’.’
მეორე ჯგუფს ეძლევა თემა ‘ნათესავები“. მოსწავლეები ჩამოწერენ მათი თემის
შესაბამის უცხო სიტყვებს და მოძებნიან მათ ინტერნეტში ელექტრონული ლექსიკონით
და ამოწერენ მათ.
დღე მესამე. მოსწავლეები, რომელთაც დავალებული აქვთ
სურათების მოძებნა, მოძებნიან და ამობეჭდავენ
სიტყვების შესაბამის სურათებს.
დღე მეოთხე -მოპოვებულ ლექსიკურ ერთეულებს მოსწავლეები მოზრდილი შრიფტით, ფლორმასტერებით გადაიტანენ ფორმატის ფურცლებზე ქართულ და გერმანულ
ენებზე და ჩააკრავენ თემასთან შესაბამის სურათებს.
დღე მეხუთე. მოხდება დამზადებული პლაკატების პრეზენტაცია და საკლასო ოთახში გამოფენა.
საგანთან/საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გერმანული
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
·
მოსწავლეს
შეუძლია დასმული ამოცანების გადაჭრა,
·
მოსწავლე თავად ქმნის რესურსებს და იყენებს მათ,
·
მოსწავლე სარგებლობს გრამატიკული ცხრილებით, სახელმძღვანელოში
მოცემული რესურსებით;
·
მოსწავლე მაძიებელია სკოლასა თუ სკოლის გარეთ [ბიბლიოთეკა,
სახელმძღვანელო] სურათები და სხვა.
·
მოსწავლე მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების [ისტ] საშუალებით.
·
მოსწავლე იყენებს ტექნოლოგიებს საჭირო მასალის [ტექსტის]
შესაქმნელად.
·
მოსწავლე ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ.
მაგ: მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ ლექსიკონს, ილუსტრირებულ ანბანს და სხვა.
პროექტის ხელმძღვანელი [მასწავლებელი]:
ვარდო მამინაიშვილი;
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: vardomaminaishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment